2019-02-13 19:20:22
კომპანიებს გაყიდვები იმიტომ შეუმცირდათ, რომ თქვენმა მთავრობამ რომ რეგულაციები შემოიღეთ - კაპანაძე ქობულიას 

დარგობრივი და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტზე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა, მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობს. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ, საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ სამშენებლო კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ.

„თქვენ აქ საუბრობდით იმაზე, 19 რიცხვში რა გეგმები გაქვთ და მინდა, ორ სფეროს შევეხო. თქვენ ისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია, უმუშევრობის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა და ერთ-ერთი დიდი სფერო, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები, არის მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სფერო. ეს იცით და იცით, რომ 2017 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 122 000 ადამიანია დასაქმებული. თუ ხართ საქმის კურსში, ბოლო პერიოდში ამ სფეროში დასაქმებულებს მთავარი გამოწვევა რა აქვთ?

რამდენიმე კომპანიის განცხადება იყო, მათ შორის მენაშენეთა ასოციაციის, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო, არის ის, რომ გაყიდვები შეუმცირდათ. ერთი კომპანია ამბობს, რომ გაყიდვები 25%-ით შეუმცირდათ, მეორე ამბობს, რომ 50%-ით, საშუალოდ კი 30-35%-ით. ეს გაყიდვები რატომ შეუმცირდათ, ეს მაინც თუ იცით?

ამბობენ, გაყიდვები იმიტომ შეუმცირდათ, რომ თქვენმა მთავრობამ რომ რეგულაციები შემოიღეთ, ამან ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობისთვის ბინების შეძენა ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა. იპოთეკურ სესხებს ვეღარ იღებენ და ამ ბაზარზე წვდომა ზოგადად, შეუმცირდათ. ამ პრობლემის შესახებ თუ გსმენიათ?“, - მიმართა სერგი კაპანაძემგიორგი ქობულიას.

ამავე თემაზე