2019-02-12 11:23:52
ერთი კვირით დამნიშნონ მთავარ პროკურორად, სააკაშვილს ავიყვან და ყველა ძებნილს ჩამოვიყვან - ინაშვილი

ერთი კვირით დამნიშნონ მთავარ პროკურორად, სააკაშვილს ავიყვან და ყველა ძებნილს ჩამოვიყვან - ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. 

ინაშვილი ბელგიაში, ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრის პარალელურად მომხდარ ინიციდენტებს გამოეხმაურა. 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილმა ვერც ლიეჟში მოახერხა ხალხის შეკრება და ვერც თბილისში.

“მე დამნიშნონ ერთი კვირით მთავარ პროკურაორად, ერთ კვირაში ავიყვან სააკაშვილს და ჩამოვიყვან ყველა ძებნილს იქედან” – განაცხადა ირმა ინაშვილმა ლიეჟის თემაზე კომენტირებისას.

ამავე თემაზე