2019-02-12 11:08:40
შემოსავლების სამსახურს ვახტან ლაშქარაძე უხელმძღვანელებს 

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტან ლაშქარაძე დაინიშნა. მან მიხეილ დუნდუა შეცვალა.

ლაშქარაძე უწყებაში 2007 წლიდან მუშაობს, 2008-2010 წლებში ფინანსთა  სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2010 წლიდან  დღემდე შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. 2014 წლიდან კი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება "საზოგადოება 2030"-ის ყოფილი ექსპერტი, მიხეილ დუნდუა შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 29 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. პოსტის დატოვების შემდეგ, 2018 წლის დეკემბრიდან, დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.

 

ამავე თემაზე