2019-02-12 10:54:00
ცუდი არ იქნება, სასამართლო სისტემას ჰყავდეს საპარლამენტო მდივანი – მიქაუტაძე

ცუდი არ იქნება, სასამართლო სისტემას ჰყავდეს საპარლამენტო მდივანი - ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა. 

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძის ინიციატივას გამოეხმაურა. 

მიქაუტაძემ განმარტა, რომ საპარლამენტო მდივანზე საუბარი საბჭოს შიგნით ადრეც იყო, თუმცა მაშინ ეს ინიციატივა პარლამენტმა არ გაიზიარა.

“ეს ინიციატივა ადრეც იყო გაჟღერებული, თუ არ ვცდები, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმაზე მიდიოდი მუშაობა და საკონსტიტუციო კომისია იყო შექმნილი… ჯერ კიდევ მაშინ იყო ეს თემა გაჟღერებული. ნამდვილად, ცუდი არ იქნება, სასამართლო სისტემას რომ ჰქონდეს ამგვარი შესაძლებლობა და ჰყავდეს საპარლამენტო მდივანი, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ კომუნიკაციას პარლამენტთან. და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უშუალოდ შემხებლობაში იქნება სასამართლო ხელისფულებასთან, უფრო კარგი კომუნიკაციის შედეგად, აზრთა უფრო ღია გაცვლა-გამოცვლის ფონზე შედგეს.

ჩევნ გვქონდა ასეთი ინიციატივა, გავაჟღერეთ კიდეც… ამ ეტაპზე არ გაითვალისწინა საქართველოს პარლამენტმა და ასეთი ცვლილება არ მივიღეთ. თუ იქნება მსგავს თემაზე კვლავ მსჯელობა, აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით და დამატებით არგუმენტებს ვიტყვით, თუ რას შეუწყობს ხელს ასეთი ინსტიტუტის არსებობა,” – ამბობს მიქაუტაძე.

წყარო : ნეტგაზეთი 

ამავე თემაზე