2019-02-12 10:47:43
პოლიტიკურ ველს ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი აბინძურებს - ლევან კობერიძე

სააკაშვილი არის წარსულის სამწუხარო აჩრდილი -ეს განცხადება, მმართველი გუნდის დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა.
კობერიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში ისაუბრა. დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მედია ამდენ დროს არ უნდა უთმობდეს.
„ჩემი აზრით, ადამიანების გონებაში სააკაშვილი არის უკვე წარსულის სამწუხარო აჩრდილი. რაც უფრო ნაკლებად ვისაუბრებთ მასზე, მით უფრო კარგ საქმეს გავაკეთებთ. ეს ადამიანი არის მაოხრებელი გზირი. პოლიტიკურ ველს ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი აბინძურებს. თუ ის გაიწევა პოლიტიკური ველიდან, მით უფრო მეტ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას მიეცემა, საშუალება თავი გამოავლინოს", - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
ამავე თემაზე

კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ვიდეო)
ფარული ჩანაწერი - მინისტრის მოადგილე გეგეშიძეს ამართლებს და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს (აუდიო)
„წესიერად, ხმას დაუწიე“ - დაპირისპირება ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის (ვიდეო)