2019-02-11 20:09:50
13 წლის მოზარდის მკვლელობა - ბრალდებულ ბიძას ბრალი ფსიქიატრულ დაწესებულებაში წარუდგინეს

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს ბრალი ფსიქიატრულ დაწესებულებაში წარუდგინეს.

მკვლელობაში ბრალდებული პაციენტი მთელი დღის განმავლობაში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

სამედიცინო დაწესებულებაში ბრალის წარდგენა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა.

13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ რუსთავში მკვლელობა გუშინ მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე