2019-02-11 18:56:38
მე ვუზრუნველვყოფ, რომ უმრავლესობის შიგნით პროცესები საქმიან და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში განვითარდეს - თალაკვაძე ზარდიაშვილი/ბესელიას დაპირისპირებაზე 

მე ვუზრუნველვყოფ, რომ უმრავლესობის შიგნით პროცესები საქმიან და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში განვითარდეს - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის დაწყებულ მორიგ დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები ამჯერად ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 5 წლით გადადებას ითვალისწინებს. ზარდიაშვილმა თქვა, რომ არც ერთი კვალიფიციური იურისტი ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, ბესელიამ კი ზარდიაშვილს, სწორედ კვალიფიკაცია დაუწუნა. 

„მე ვუზრუნველვყოფ, რომ უმრავლესობის შიგნით პროცესები საქმიან და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში განვითარდეს. შესაბამისად, ჩემგან ვერ მიიღებთ ისეთ კომენტარს, რომელიც რომელიმე ჩემი თანაგუნდელის ღირსებას, ინტერესებს ან მის დამოკიდებულებებს შეურაცხყოფს,“ - ამბობს თალაკვაძე.

ამავე თემაზე