2019-02-11 18:14:28
ზურგის არეში დანით მიყენებული ჭრილობა - 43 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებული სავარაუდოდ მისი ყოფილი მეუღლეა

ზურგის არეში დანით მიყენებული ჭრილობა - 43 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებული სავარაუდოდ მისი ყოფილი მეუღლეა. შემთხვევა დღეს დღის პირველ ნახევარში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებს ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმების განცხადებით, ვითარება სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მერ შემოყვანილ 43 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ზურგის არეში მესამე ნეკნის საპროექციო არეში დანით მიყენებული ჭრილობა, პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-ამბობს გელანტია.

ამავე თემაზე