2019-02-11 15:34:20
არც ერთი პირველკურსელი იურისტი ამ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს - ზარდიაშვილი ბესელიას ინიციატივაზე

არც ერთი პირველკურსელი იურისტი ამ ცვლილებებს ხელს არ მოაწერს - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვანო ზარდიაშილმა, ეკა ბესელიას იმ ინიციატივის შეფასებისას გააკეთა,რომელი პირველ და მეორე ინსტანციაში, მოსამართლეების უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერებას გულისხმობს. 

ზარდიაშვილმა ეკა ბესელია პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობაში დაადანაშაულა.

"რაც შეეხება მაგ ინიციატივას  - პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი  მეორე კლასელი იურისტი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან.

აქედან გამომდინარე, ეს აქტი, ინიციატივა თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არის არაკონსტიტუციური“- განაცხადა ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე