2019-02-11 15:08:51
თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით ქალს ჭრილობები სავარაუდოდ მეუღლემ მიაყენა. დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

ამავე თემაზე