2019-02-11 14:18:01
თქვენ გაქვთ 1%-იანი ინფორმაცია იმაზე, რაც იქ რეალურად მოხდა - ზარდიაშვილი უმრავლესობის სხდომაზე 

დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ვიღაცის ინტერესშია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან დამახინჯებული ინფორმაცია გამოვიდეს. 

ზარდიაშვილის თქმით, იმაზე, რაც რეალურად უმრავლესობის სხდომაზე ხდება, ჟურნალისტებს წარმოდგენა არ აქვთ.

დეპუტატი ამბობს, რომ აკვირდება პროცესებს და მალე დაიწყებს განცხადებების გაკეთებას თუ ვის რა ინტერესი აქვს.

"ამ პროცესებს ვაკვირდები. მე ამ ეტაპზე სულ ვცდილობ კომენტარებისგან თავის შეკავებას, მაგრამ იმდენად დინამიურად, სწრაფად და სუბიექტურად ვითარდება პროცესები, პირობას გაძლევთ, არამარტო კომენტირებას, არამედ ანალიზს შემოგთავაზებთ იმის შესახებ, რა ხდება და ვის რა ინტერესი აქვს. 

„რაც შეეხება უმრავლესობის სხდომების შინაარსს, რის მიწოდებაც ვითომდა წყაროს მეშვეობით ხდება, გულწრფელად გეუბნებით, თქვენ გაქვთ 1%-იანი ინფორმაცია იმაზე, რაც იქ რეალურად მოხდა. ჩათვალეთ, რომ თქვენ იქ არსებულ სიტუაციაზე წარმოდგენა არ გაქვთ, რადგან იქ სხვა პროცესები მიმდინარეობს. ვიღაცის ინტერესია, რომ მახინჯი ფორმით გამოვიდეს უმრავლესობის სხდომიდან ინფორმაციები", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე