2019-02-11 13:27:54
პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში - ამ განცხადებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მმართველ გუნდს  სააკაშვილისა და მთავარი ოპოზიციური ძალის ეშინია, მათი განცხადებით ეს შიში შიდა პარტიული არეულობის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

„რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ, სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში,რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს,რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ამავე თემაზე