2019-02-11 13:04:02
მან დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა - უსუფაშვილი სააკაშვილზე 

"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით არის დაკავებული.

უსუფაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება და კეთილდღეობა აღელვებს.

„მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით.

მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე