2019-02-11 12:54:04
ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასაცილო იყო - ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სასაცილო იყო.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, თუ ვინმე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსის ანალიზს გააკეთებს, დასკვნა მარტივი გამოსატანია.

„სრულიად აცდენილია მისი გამოსვლა, შინაარსი – სასაცილო. ცხადია, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე