2019-02-11 10:04:17
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

13 წლის მოზარდის მკვლელობა - ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავებულის ადვოკატი, გამოკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა, მოითხოვოს მუხლის გადაკვალიფიცირება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

რუსთავში, 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბიძა დააკავეს. მან მოზარდს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

ამავე თემაზე