2019-02-09 13:49:42
არასწრულწლოვნებმა გორიდან ავტომანქანა გაიტაცეს

14 წლამდე არასრულწლოვნებმა  გორიდან ავტომანქანა გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

არასრულწლოვნები ისე ჩავიდნენ ბორჯომში და დაბრუნდნენ უკან, რომ ისინი არავის შეუჩერებია.

14 წელს მიუღწეველ პირთა დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავტომფლობელმა ქურდობის შესახებ აცნობა სამართალდამცავებს.

მოპარული მანქანა ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელთან, გამტაცებლებთან ერთად, დააკავეს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ამავე თემაზე