2019-02-09 11:42:53
კასპში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს

კასპში 63 წლის მამაკაცი  რომელიც არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა დააკავეს.

11 წლის მოზარდს მამაკაცი, სავარაუდოდ, იცნობდა და არც მისი ნდობის მოპოვება არ გასჭირვებია.

დაკავებულის მეუღლეს მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ მას დაკავების მიზეზად ქურდობის ფაქტი დაუსახელეს.

დაკავებულს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ამავე თემაზე