2019-02-09 11:41:49
თბილისში ოთხი სხვადასხვა ობიექტის გაქურდვისთვის 15 წლის მოზარდი დააკავეს

თბილისში, 2003 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე