2019-02-08 15:00:36
გურჯაანის სასამართლომ გიორგი ვაშაძე სამი 3 ლარით დააჯარიმა, ნიკა მელიას მიმართ კი სამართალწარმოება შეწყვიტა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ "ძალა ერთობაშიას" ლიდერი გიორგი ვაშაძე სამი ათასი ლარით დააჯარიმა, ნიკა მელიას მიმართ კი სამართალწარმოება შეწყვიტა.
მოსამართლე დევი დევიძემ გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით სამი ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
დაცვის მხარემ მტკიცებულებებისა და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გამოძიება 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხესთან პოლიციელების მხრიდან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ამავე თემაზე

კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ვიდეო)
ფარული ჩანაწერი - მინისტრის მოადგილე გეგეშიძეს ამართლებს და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს (აუდიო)
„წესიერად, ხმას დაუწიე“ - დაპირისპირება ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის (ვიდეო)