2019-02-07 18:44:33
ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულ ქეთი მურუსიძეს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა- შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას კი მურუსიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა:

"ვაღიარებ პირველ სამ შემთხვევას და ბოლო ორ შემთხვევაშიც მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი. ფაქტია, რომ შეცვალა. მე ნარკოტიკი არ მიმიცია, იგივე აბები იყო, რაც პირველ სამ შემთხვევაში", - აღნიშნა მან.

ამავე თემაზე