2019-02-07 18:08:49
ფარცხალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესი გადაიდო

ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესი ლაშა თორდიას თავდასხმის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ფარცხალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძეს დიდი სურვილი ჰქონდა დღევანდელ პროცესს დასწრებოდა, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივად და დავადასტურებთ ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას წარდგენილ აბსურდულ ბრალში. თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მას, კონფიდენციალური ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს". განაცხადა ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი შარდენზე 2017 წლის 12 მაისს მოხდა. ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას თქმით, მას 2017 წლის 12 მაისს თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

ამავე თემაზე