2019-02-07 16:56:58
"შეცდომაა მთელი ეს ხელისუფლება თავისი სუს-ით, მოსამართლეებით და სასამართლოთი...მათ არ აქვთ ღირსება“

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი EMC-ის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ერთად მოითხოვნ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. მაჩალიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, სიმართლე გაირკვევა:

„რაც შეეხება კომისიის შექმნის საკითხს, ჩვენ ყველა ერთად მოვითხოვთ, რომ შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, დღეს ეს ყველაფერი საზოგადოებამ გაიგოს. იქ დაიკითხებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ აქვთ რაღაც მასალები. სინამდვილეში, მათ საერთოდ არაფერი აქვთ. თავისი ჭკუით, მეც და ხალხსაც გვატყუებენ. ეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია. იმედი მაქვს, რაღაცები გაირკვევა. იმედი მაქვს იმ პარტიების, რომლებიც ამ საქმეს ხელს მოკიდებენ, იქნება ეს „ევროპული საქართველო" თუ „ნაციონალური მოძრაობა". განსხვავებით ხელისუფლებისგან, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი არიან. ამას ვიტყვი პირდაპირ. მთლიანობაში, შეცდომაა მთელი ეს ხელისუფლება თავისი სუს-ით, მოსამართლეებით და სასამართლოთი. მათ არ იციან რას სჩადიან. ესენი არ არიან ადამიანები, მათ არ აქვთ ღირსება“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი გუშინ შეიტანა.

ამავე თემაზე