2019-02-07 13:19:38
შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, გაიზრდება უმუშევრობა და დაზარალდება ხალხი - ბაქრაძე საბანკო რეგულაციებზე

შეჩერდება ეკონომიკური ზრდა, დაზიანდება საბანკო და სამშენებლო სექტორი, გაიზრდება უმუშევართა რიცხვი და დაზარალდება ხალხი, რომელიც კრედიტით და განვადებით პირობების გაუმჯობესებას ვეღარ მოახერხებს- ასე აფასებს ’’ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე საბანკო რეგულაციების გამკაცრებას.

"ეს არის ტიპიური მოქმედება "ქართული ოცნების" ხელისუფლების როდესაც ვითომ ერთი პრობლემის მოსაგვარებლად იღებენ ,ისეთ პოლიტიკას ,რომელიც აზიანებს ბევრ სხვა მიმართულებას , ამ საბანკო რეგულაციებით ვითომ უნდა შეემცირებინა სიღარიბე , სინამდვილეში  მივიღებთ იმას ,რომ შეჩერდება ეკონომიკური ზრდა , დაზიანდება ყველა მოქმედი მაღაზია,რომელიც მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვაზე. დაზიანდება სამშენებლო და საბანკო სექტორი,რომლის დაკრედიტირების კოეფიცინეტი დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული და რაც ყველაზე მეტად მთავარია დაზიანდება ხალხი, რადგან ბევრ ოჯახს აღარ ექნება საშუალება განვადებით იყიდოს, თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ახლად შექმნილ ოჯახებს ვეღარ ექნებათ კრედიტით და განვადებით პატარა ბინის და ცალკე ცხოვრების საშუალება. ადამიანები დარჩებიან უმუშევრები,რადგან ორგანიზაციები თანხის დასაზოგად, პირველ რიგში თანამშრომლების შემცირებას განახორციელებენ.

ეს არის ტიპიური "ქართული ოცნების" ხელისუფლება ,როდესაც ერთი პრობლემის მოგვარების მაგივრად ქმნიან ახალ პრობლემებს, ზრდიან უმუშევრობას და ეკონომიკურ შეფერხებას.’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ

ამავე თემაზე