2019-02-07 12:17:46
"არაერთი ვერსია გვაქვს" - ბორცვაძე ფარული კადრების გავრცელებაზე

პრიორიტეტია, გავიდეთ ფარული ვიდეოკადრების გავრცელების პირველწყაროზე, – განუცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას არაერთი ვერსია აქვს.

„ზუსტად ისაა პრიორიტეტი, გავიდეთ ფარული კადრების გავრცელების პირველწყაროზე. გამოძიება გრძელდება, გაგვაჩნია არაერთი ვერსია, მოვდივართ არაერთი მიმართულებით. ძველ საქმეზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ძველი საქმის მასალებს შევისწავლით. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება“,- განაცხადა ბორცვაძემ.

ამავე თემაზე