2019-02-07 11:47:39
"ჩეჩენი საველე მეთაური აღიარებდა, რომ "მასტერამ" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა"-კილაძეს პროკურატურაში კითხავენ

გაზეთ "ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. კილაძე პროკურატურაში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსითაა დაბარებული.

ელისო კილაძემ გამოძიებას ორი წლის წინ ჩანაწერები გადასცა. მისი თქმით, ჩანაწერში ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური აღიარებდა, რომ მასთან კუდ-ის მაღალჩინოსანი მივიდა და პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა.

"გამოძიება მე როგორც ვიცი დაწყებულია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე. სავარაუდოდ საქმე ეხება იმ ჩანაწერს, რომელიც 2 წლის წინ გადავეცი პროკურატურას, როდესაც ჩეჩენი საველე მეთაური ურაის ახმადოვი აღიარებდა, რომ მასთან მივიდა კუდის მაღალჩინოსანი მასტერა და დაუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა,"-ამბობს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძე პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. 

ამავე თემაზე