2019-02-07 10:53:05
"...შესაძლოა, ჩემი თავი პოლიტიკურ ველში ვეღარ დავინახო" - ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის სადავო ბიოგრაფიების მქონე მოსამართლეებს მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მან შესაძლოა პოლიტიკაში საკუთარი თავი ვეღარც დაინახოს.

კითხვაზე, თუ სიაში მოხვდა რომელიმე ოდიოზური ან სადაო ბიოგრაფიის მქონე მოსამართლის გვარი, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის მათ მხარს არ დაუჭერს

 “მხარს რომ არ დავუჭერ, ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. გააჩნია რაზე გვაქვს საუბარი და რა ტიპის პრობლემაზე. შეიძლება საერთოდ ჩემი თავიც ვეღარ დავინახო ასე ვთქვათ პოლიტიკურ ველში, ასეთ შემთხვევაში. ბუნებრივია, არ მინდა მძიმე განცხადებების გაკეთება, მაგრამ მე ამაზე არ ვსაუბრობ. ჩემთვის ეს არ არის მთავარი. მთავარი არის, რომ შედეგი მივიღოთ ჯანსაღი და ნორმალური. იმ პირობებში როდესაც უმძიმესი პროცესი გვაქვს გასავლელი. ისედაც ემოციური ხალხი ვართ და ისედაც ემოციურად განვიხილავთ ყველა საკითხს. ახლა გვჭირდება სუპერრაციონალური, ცივი გონებით ნაბიჯების გადადგმა. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა ნება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ამავე თემაზე