2019-02-07 09:57:09
"იბარებდა კაბინეტში სკოლის დირექტორებს"... - ახალი დეტალები ია კერზაიას საქმეში

ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მომხდარში კიდევ ერთ ადამიანს - ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ადანაშაულებს. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სწორედ კახაბერ ფარცვანიას ეკისრება მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შენგელია არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი საჩივარი პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანოს.
ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე.
"იბარებდა თავისთან კაბინეტში სკოლის დირექტორებს და პირდაპირ ავალებდა რომ პარტიული საქმიანობა ეხორციელებინათ და აგიტაცია-პროპაგანდა ეწარმოებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა,"-აცხადებს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.
ამავე თემაზე

კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში


კვირის ვიდეოები
მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ვიდეო)
ფარული ჩანაწერი - მინისტრის მოადგილე გეგეშიძეს ამართლებს და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს (აუდიო)
„წესიერად, ხმას დაუწიე“ - დაპირისპირება ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის (ვიდეო)