2019-02-07 09:54:47
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის გიზო ბოჭორიშვილი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს, შემდეგ კი ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. მოკლულს თან ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

მოკლული ზუგდიდის მკვიდრია, რომელიც პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ წავიდა. მომხდარის საქმის კურსშია პოლონეთში საქართველოს საკონსულო.

ამავე თემაზე