2019-02-06 17:33:12
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი პროკურორი არ იყო საქმის კურსში" - სარალიძე

ზაზა სარალიძისა და გენერალური პროკურორის შეხვედრა დასრულდა. როგორც სარალიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდგ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ მისი შვილის საქმეს, შალვა თადუმაძეს არ აწვდიან სწორ ინფორმაციას.​ სარალიძის თქმით, მთავარი შეხვედრა სამშაბათს ჩაინიშნა.

„დამრჩა შთაბეჭდილებარომ მთავარი პროკურორი არ იყო საქმის კურსში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით იმ პროკურორებთან ერთად ვინც წარმართავს საქმეებს. თადუმაძემ მითხრა, რომ იმ დეტალებს რაზეც მე პრეტენზია მქონდა შეისწავლის თავად და შემდეგ მასთან ერთად მე დავუსვამ კითხვებს პროკურორებს,"- ამბობს სარალიძე.

ამავე თემაზე