2019-02-05 16:52:14
თამარაშვილზე ორი პირი დაჭრეს - შსს

შსს-ს ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

"თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

თამარაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ამავე თემაზე