2019-02-01 10:01:44
"ადვილი შესაძლებელია, რომ სადღაც რაიმე ინფორმაციამ გაჟონოს" - გუგეშაშვილი გამოძიებაზე

ადვილი შესაძლებელია, რომ სადღაც რაიმე ინფორმაციამ გაჟონოს - აცხადებს დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დეტალების გასაცნობად მოკლულის დედა, პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა.

მხედრიონის ყოფილი ლიდერი დარწმუნებულია, რომ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც მისი ერთადერთი შვილი შეეწირა, დამკვეთი ჰყავდა და ქილერის სამიზნე თავად იყო.

„გამოკითხულთა წრე ფართოვდება და ადვილი შესაძლებელია, რომ სადღაც რაიმე ინფორმაციამ გაჟონოს. ცდილობს საგამოძიებო ჯგუფი მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია მკვლელის ვიზუალთან დაკავშირებით. იმედს ისევ მიტოვებს მათ მიერ ბევრი ინტენსიურად ჩატარებული სამუშაოები და  დარწმუნებული ვარ შედეგამდე მივალთ,“- ამბობს დოდო გუგეშაშვილი. 

ამავე თემაზე