2019-01-31 12:43:35
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნება

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge შეიქმნება. პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პირველი თანამედროვე პლატფორმა საქართველოში Area.ge, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. Area.ge-ის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. პლატფორმის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივადგანახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული ყველა გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. Area.ge დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. პლატფორმის საშუალებით აგენტები შეძლებენ მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. Area.ge-ზე განთავსდება ისეთი ინფორმაცია, უძრავი ქონების შესახებ, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი.

„Area.ge ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მოხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა მენეჯერმა.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს მათს საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. Area.ge კი არის ზუსტად ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს. „საქართველოს ბანკი“ კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას“, − განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა.

 

 

 

ამავე თემაზე