2019-01-31 09:56:29
რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

გვიან ღამით რუსთავში, რუსთაველის 18 ნომერში მდებარე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს.

მეპატრონე ყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი წაიღო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია დამნაშავის ვინაობა.

ამავე თემაზე