2019-01-30 11:57:32
სამინისტროებში, თვითმმართველობებსა და სასამართლოში კორუფციაა - მოსახლეობა

"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.

კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებებში კორუფციის დონის შეფასების კუთხით დიდ ქალაქებსა და სხვადასხვა დასახლებებში NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასეთია:

გამოკითხულთა 40% მიაჩნია, რომ სამინისტროებში კორუფციის დონე ძალიან მაღალია.

39% მიიჩნევს, რომ კორუფციის მაჩვენებელმა ადგილობრივ თვითმმართველობაში (საკრებულო, მერია, გამგეობა) იმატა.

გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ სასამართლოში კორუფციის მაჩვენებელი მაღალია.

ხოლო 34% მიაჩნია პოლიტიკურ პარტიებში კორუფციის კოეფიციენტი ძალიან მაღალია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ამავე თემაზე