2019-01-27 12:31:15
ხურვალეთში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ

ხურვალეთში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. იქ, სადაც გუშინ მათ მავთულხლართები გაავლეს, ე.წ. მესაზღვრეები მანქანით მივიდნენ.

ოკუპანტებმა ქუჯოშვილების ბაღში დაწყებული საქმის დასრულება გადაწყვიტე და მავთულხლართების გავლება გააგრძელეს.

მათ მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია გრძელდება. მავთულხლართების გავლების დროებით შეწყვეტილი პროცესი გუშინ ე.წ. მესაზღვრეებმა ისევ განაახლეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ბატონისაშვილების ბაღში საფეხმავლო გზა გაიყვანეს. ოკუპანტებმა მავთულხლართები 50 მეტრით გადმოწიეს ჯუკაანთ კარისკენ მიმავალ გზაზე.

ამავე თემაზე