2019-01-26 13:45:27
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა

ბელიაშვილის ქუჩაზე სადაც ერთ-ერთი კომპანია სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, ქუჩაში მიმავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ამწე ვერ შენიშნა და დაეჯახა. მომხდარი ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სატვირთო მანქანის და ამწეს მძღოლებს კი პოლიცია დაკითხავს.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ამავე თემაზე