2019-01-26 13:42:49
წყალტუბოში გაზის აფეთქებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გაზის გაჟონვის შედეგად წყალტუბოში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია საშაურმეს სამი თანამშრომლები.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. როგორც ქირურგი გიორგი აბესაძე აცხადებს, დაშავებულებს საავადმყოფოში შეყვანისას თავის, სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა აღენიშნებოდათ, აგრეთვე დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზებიც. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"წყალტუბოგაზის" მენეჯერის, ბაკურ ბალანჩივაძის, თქმით, ეს ობიექტი ერთი კვირის წინ შეამოწმეს და ყველაფერი წესრიგში იყო.

შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ახალი დანადგარების არასწორად დამონტაჟებამ აფეთქება გამოიწვია.

ამავე თემაზე