2019-01-25 14:21:32
ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, დადებითი გავლენა ექნება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში საპროცენტო განაკვეთებზე დადებითი გავლენა ექნება.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე, მათ შორის დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე და მნიშვნელოვანია, მათთან გასამკლავებლად ნაბიჯები გადაიდგას.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე