2019-01-24 11:33:28
„ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ!“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფოფრმაციით, ერდოღანმა მადუროს დაურეკა: 

„ძმაო მადურო, მტკიცედ დადექი, შენთან ვართ!“. თურქეთი მხარს უჭერს თავის პრინციპულ პოზიციას სახელმწიფო გადატრიალებების წინააღმდეგ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ამავე თემაზე