2019-01-24 10:05:53
ევროკავშირი ვენესუელაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ევროკავშირი ვენესუელაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

მისი თქმით, ბრიუსელი მხარს უჭერს ვენესუელის პარლამენტს, რომელსაც სათავეში ოპოზიციის ლიდერი უდგას.

„ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ვენესუელაში „დემოკრატიის აღდგენას, რაც კონსტიტუციის შესაბამისად, სანდო, მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესით უნდა მოხდეს”, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის დედაქალაქში გუშინ გამართულ აქციაზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა საკუთარი თავი, პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდოს მხარი დაუჭირა აშშ-მა, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ნაწილმა.

ამავე თემაზე