2019-01-24 10:03:39
ვენესუელა აშშ-სთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს - მადურო

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს თქმით, კარაკასი ვაშინგტონთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ეს განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო აღიარა.

ნიკოლას მადურომ აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. 

„ჩვენ საკმარისი ინტერვენციონიზმი ვიხილეთ! აქ ჩვენ ღირსება გვაქვს!“, – განაცხადა ვენესუელის ლიდერმა, რომლის მეორე ვადით არჩევას აშშ-ი, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ნაწილი „არალეგიტიმურს“ უწოდებს.

მიუხედავად მადუროს მოთხოვნისა, აშშ-მა ვენესუელიდან დიპლომატების გაწვევაზე უარი თქვა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, მადუროს აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უფლებამოსილება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე ხუან გუაიდომ საკუთარი თავის ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ამავე თემაზე