2019-01-24 10:01:49
აშშ-მ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა.

„დღეს მე ოფიციალურად ვაღიარებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუაიდოს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელიც ვენესუელას მოსახლეობამ კანონიერად აირჩია, კონსტიტუციის საფუძველზე, ნიკოლას მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნო, ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადა. გავაძლიერებთ აშშ-ის მთელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალებს, რათა მივაღწიო ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენას“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის აქცია. 23 იანვარს გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე რომელზეც ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

„ვფიცავ, ვიტვირთო ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა“, – განაცხდა გუაიდომ.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დათანხმდება ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას და აღიარებს ხალხის ნებას, რომ ქვეყანამ წინ უნდა წაიწიოს და მიიღებს ახალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს“ - ეს განცხადება კი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, გააკეთა.

ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გუაიდო უკვე აღიარა აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ და საქართველომ.

ამავე თემაზე