2019-01-22 08:47:49
ქერჩის სრუტეში 2 გემს ცეცხლი გაუჩნდა - დაიღუპა 11 ადამიანი

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტეში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ 2 გემს, "ქენდისა" და "მაესტროს" ცეცხლი საწვავის გადატანის დროს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ერთი გემიდან მეორეზე თხევადი გაზი არალეგალურად გადაჰქონდათ. გარდაცვლილია 11 ადამიანი, 10 დაშავებული ევაკუირებულია და კიდევ 10 უკცალოდ დაკარგულია. სამაშველო ოპერაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ახორციელებს. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელია, ისინი გაზის სრულ დაწვას ელოდებიან, თუმცა გავარვარებულ გემებზე აფეთქების საშიშროება არსებობს.

ამავე თემაზე