2019-01-19 18:09:02
პარიზში მოძრაობა "ყვითელი ჟილეტები"-ს აქტივისტების პროტესტის მეათე ტალღა დაიწყო

მოძრაობა "ყვითელი ჟილეტები"-ს აქტივისტების საპროტესტო ტალღის მეათე რაუნდი დაიწყო.

დემონსტრანტები პარიზში, შშმ პირების სასახლესთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ანტისამთავრობო შეძახილებით დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში მსვლელობა დაიწყეს.

მომიტინგეთა გეგმის მიხედვით, ისინი აქციის მსვლელობისას არეულობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

საპროტესტო აქციიდან გამომდინარე პარიზში ელისეს მინდვრები, რამდენიმე მოედანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა.

წესრიგის უზრუნველსაყოფად დედაქალაქის ქუჩებში 5 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.

ამავე თემაზე