2019-01-17 13:57:12
ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

საფრანგეთის ქალაქ ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ შენობის ტერასაზე ხანძარი გაჩნდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე, ერთი ადამიანი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ტერასაზე გაზის ავზები აფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და მაშველები.

ამავე თემაზე