2019-01-16 18:36:51
ალექსანდრ ტროფიმლიუკი - "არსებობს დიდი ზეწოლა რუსეთის ეკლესიის და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდანაც"

უკრაინაში ფიქრობენ, რომ მილოცვის გაჭიანურების ერთადერთი მიზეზი შეიძლება მხოლოდ რუსეთის ზეწოლა იყოს. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს პრესმდივანი, ალექსანდრ ტროფიმლიუკი აცხადებს, რომ რუსეთის ზეწოლის მიუხედავად ქართულმა ეკლესიამ უკრაინელებს ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მიულოცოს.

 „ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ველით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. როგორც იცით, 6 იანვარს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა გადაწყვეტილება მიიღო და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენს მოძმე ქართული ეკლესიისგან ველით აღიარებას, რადგან ჩვენს ეკლესიების და ჩვენი ხალხის ბედიც ერთნაირია. დარწმუნებული ვარ, არსებობს დიდი ზეწოლა რუსეთის ეკლესიის და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდანაც. მაგრამ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ქართული ეკლესიისგან ველით, რომ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ელოდებოდნენ ტომოსს, მაგრამ ახლა ყველა პროცედურა უკვე გავლილია და ველით აღიარებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდა, მომდევნო დღეებში, ველით, რომ მომდევნო თვეებში მაინც აღიარებენ,“ - აცხადებს ალექსანდრ ტროფიმლიუკი.

ამავე თემაზე