2019-01-16 16:44:48
სამოქალაქო მოძრაობას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

სამოქალაქო მოძრაობას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. კერძოდ კი მათ აინტერესებთ, გადადის თუ არა საპენსიო სააგენტოს დაქვემდებარებაში ე.წ. სოციალური პენსიები. "სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ მოძრაობის სახელით განცხადება სააგენტოში დღეს პირადად მიიტანა, რის შემდეგაც სააგენტოს ხელმძღვანელსაც შეხვდა.

შეხვედრის შემდგომ სურგულაძემ გარკვეულ კითხვებზე პასუხი მიიღო რის შემდეგაც განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დამატებით პასუხებს უკვე წერილობითი ფორმით ელოდება.

„ შედგა დისკუსია ყველა იმ შეკითხვაზე, რაც ჩვენ შევიტანეთ დღეს. პასუხები გვექნება წერილობით, რის შემდეგაც შეიკრიბება ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი და განვიხილავთ ამ პასუხებს. თუმცა ჩემთვის რაც იყო ძალიან საინტერესო და ალბათ ახალი, რომ ეს საპენსიო სააგენტო არ მართავს იმ ე. წ. სოციალურ პენსიებს და ეს ისევ რჩება სახელმწიფოს სხვა სტრუქტურების გადასაწყვეტი საკითხი. ანუ ეს რეფორმა ხდება ძალიან ცალსახად იმ ხალხისთვის, ვინც არის ორმოც წლამდე. ალბათ ეს საკითხი საჭიროებს უფრო ღრმა შესწავლას და ჩაძიებას“- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ამავე თემაზე