2019-01-16 12:01:38
გახარია პრემიერობისთვის ემზადება - ​სუს-ის შემდეგ თავდაცვის მინისტრი და გუბერნატორები შეიცვლებიან

სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად საუბრობენ რომ გაზაფხულამდე შესაძლოა ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს - მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. არაოფიციალური ინფორმაციით, კაჭრეთში უმრავლესობის და მთავრობის წევრების შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სამთავრობო ცვლილებები იყო, რომლის მთავარი ინიციატორი მმართველი პარტიის თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის სავარძლიდან პრემიერის სავარძელში გადასვლამდე გახარია მთავრობაში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.

ამ სქემის პირველი ეტაპი კი სუს-ში საკადრო ცვლილებებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელების ცვლილებების შემდეგ, ცენტრალური ოფისის სამმართველოების და დეპარტამენტების უფროსების უმეტესობაც შეიცვლება - გამოთავისუფლებული თანამდებობები გახარიას ე.წ. კადრებით დაკომპლექტება. 
მთავარი ცვლილება კი სუს-ის უფროის პირველ მოადგილედ სსს-ს გენინსპექციის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის გადაყვანაა. 
 

ინფორმაციის თანახმად, ​სუს-ში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის ცვლილება მოხდება - მოქმედ მინისტრს ლევან იზორიას ასევე გახარიას კადრი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლეს. ამ ცვლილებას კი რამდენიმე გუბერნატორის ცვლილება მოჰყვება - სახელმწიფო რწმუნებულების გამოთავისუფლებული პოსტები ასევე გახაიას კადრებით შეიცვლება.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს მმართველ გუნდში ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

ამავე თემაზე