2019-01-15 13:03:32
გომელაურს ხოჯევანიშვილი ჩაანაცვლებს - დიდი ცვლილებები სუს-ში

სუს-ში დაწყებული საკადრო ცვლილებები შესაძლოა ვახტან გომელაურის თანამდებობიდან წასვლით დასრულდეს.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, მას შემდეგ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნება, გომელაური მალევე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს და უფროსის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს. 
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გომელაურს გადაგომის შესახებ განცხადება დაწერილი აქვს, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ გომელაურმა გადადგომა ბიძინა ივანიშვილთან ვერ შეათანხმა და შესაბამისად ის განცხადებს ოფიციალურად ვერ აკეთებდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ რაც გრიგოლ ლილუაშვილი გომელაურის მოადგილედ დაინიშნა, სოსო გოგაშვილის გავლენები სუს-ში შესუსტდა და მართვის სადავეები ლილუაშვილმა აიღო. ამავე ინფორმაციის თანახმად გომელაური ლილუაშვილს უნდა ჩაენაცვლებინა - ლილუაშვილი სუს-ში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა, თუმცა საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გომელაურის ჩანაცვლების ეს სქემა შეიცვალა და სუს-ის დაკომპლექტება ახალი კადრებით შს მინისტრს, გიორგი გახარიას ჩაბარდა. ცვლილებების განხორციელება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიგეგმა.
როგორც ცნობილია სუს-ში რეგიონალური სამმართველოს უფროსები შეიცვალა.

ამავე თემაზე