2019-01-14 13:13:38
მოსამართლეთა კანდიდატების კრიტერიუმებზე მუშაობის პროცესი ისევე ფარულად მიმდინარეობს, როგორც სია დაიწერა - აბესაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ითხოვა განმარტება, მიეცემა თუ არა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კრიტერიუმებზე მუშაობის პროცსეშ ჩაერთვის. აბესაძე ეჭვობს, რომ მუშაობის პროცესი ისევე ფარულად მიმდინარეობს, როგორც მოსამართლეთა სია დაიწერა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი დაპირისპირების გარეთ გამოტანის მიზეზად იქცა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა, ვინ მონაწილეობს ამ პროცესში და რატომ არ არის ჩართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კრიტერიუმების შემუშავებაში, რაზეც თითქოს ვიღაც უნდა მუშაობდეს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ კომიტეტის სხდომაზე.

აბესაძის პასუხად უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ კრიტერიუმების შემუშავების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ხოლო დაწყების შემდეგ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ღიად, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.

ამავე თემაზე